
ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
გავრცელებული ინფომაციით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა უკვე მიმდინარეობს.