-
2020-04-06 17:22
კორონავირუსის გადასვლის შემდეგ ადამიანები პირველ რიგში მოგზაურობას დაიწყებენ- ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გავუგზავნეთ 159 ჩვენს წევრ ქვეყანას რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები არის ძალიან ქმედითი და საინტერესო და შეიძლება ძალიან სწორად იქნას გამოყენებული ამ კრიზისის პერიოდში. ახლა უკვე ვმუშაობთ შემდეგ ნაბიჯზე, რომლებიც მოიცავს პოსტკრიზისულ პერიოდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანი რასაც გააკეთებს პირველად, ამ ვირუსის გადასვლის შემდეგ, იქნება ის, რომ შეეცდება მოგზაურობას. ადამიანები, ბიზნესტურიზმის თვალსაზრისით, აუცილებლად დაბრუნდებიან ძველ რიტმში. ადამიანები იმოგზაურებენ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ“, - განმარტავს პოლოლიკაშვილი.