
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც აღენიშნებოდათ კლინიკური ჩვენება, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო.
„დღეს კლინიკას დატოვებს ორი პაციენტი და ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეში გადავა. გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება. გუშინ ჩაუტარდა მხოლოდ შვიდ ადამიანს, მათ, ვისაც აღენიშნებოდათ ცხელება, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. დღეს კიდევ ჩაუტარდება ტესტი სამს. ვისაც უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ნაწილი დარჩება კლინიკაში, რადგან ცხელება აქვთ, ნაწილი კი, გადავლენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.