ბილაინი უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს როუმინგში ინტერნეტს უფასოდ გაუაქტიურებს

Image

 ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ამ ეტაპზე ევროპა ითვლება, რის გამოც არაერთი ქვეყნის საზღვარი დაიკეტა. ბილაინის მომხმარებლებს, რომელთა საქართველოშიც დაბრუნება ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შეფერხდა, ავტომატურად დაერიცხებათ გიგაბაიტები როუმინგში გამოსაყენებლად. მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინება სმს-ით მიუვათ. როუმინგით მოსარგებლე მომხმარებლებს ასევე უფასოდ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბილაინის სატელეფონო ცენტრს: (+995 32) 2 200 611

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ 1-ელ აპრილამდე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. ბილაინის ნებისმიერი მომსახურების მიღება მომხმარებლებს დისტანციურად, MyBeeline აპლიკაციისა და ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !