
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიზანშეწონილად მიაჩნია.
„ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ საჭიროა კომპლექსური და სწრაფი ზომების მიღება კრიზისის სამართავად და დასაძლევად. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა არსებული გამოცდილების, ენერგიის, იდეის შეჯერებას და განხორციელებას. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ინტერპარტიული, ანტიკრიზისული საბჭოს არსებობა ამ მოცემულობაში უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას და კრიზისის ერთობლივად, ეფექტიანად და დემოკრატიულად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია ინტერპარტიული საბჭოს მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ჩვენი ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშობლოში დაბრუნება. ამავე დროს, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი ვალია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ შექმნილი მდგომარეობიდან“,-განაცხადა ხაზარაძემ.