
ინტერნეტმომხმარებელი ნინო გოგოხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს უმკურნალებს.
“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გადაკეთდა ინფექციურ საავადმყოფოდ, ლაბორატორია მზადყოფნაშია!
ჩვენ დავამარცხებთ კორონას. იმედი გვაქვს ყველაფრის ჩათავების შემდეგ სურათსაც იგივე შემადგენლობით გადავიღებთ და არავინ მოგვაკლდება”, – წერს ნინო გოგოხია.