
გაიცანით, ქართველი მსახიობი, რომელიც ვან დამისა და ჯეკი ჩანის ფილმებში მონაწილეობს.
უკვე რამდენიმე წელია ჩინეთში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მსახიობი ოცდაათამდე ფილმშია
გადაღებული. ის ცნობილი კინოვარსკვლავების კასკადიორია, მეგობრები და კოლეგები ტიმოს ეძახიან, თუმცა
საქართველოში მას იცნობენ, როგორც თემურ მამისაშვილს.
ის 1974 წლის 27 დეკემბერს თბილისში დაიბადა, 11 წლიდან მსახიობი უშუს ეუფლებოდა, 90 იან წლებში,
როცა საქართველში არანაირი პერსპექტივა არ იგრძნობოდა, მეგობრებთან ერთად ამერიკაში წასვლა მოახერხა,
მაშინ 22 წლის იყო, არც ენას ფლობდა და არც არავის იცნობდა, პირველი სამსახური ნიუ იორგში, ქუჩაში
ფლაერების დარიგება იყო, გამოიცვალა არა ერთი სამსახური, ასე ისწავლა ენა და გაიჩინა მეგობრები.
მუშაობის პარალელურად ორთაბრძოლებით იყო დაკავებული, ბრუკლინში ავარჯიშებდა ბავშვებსაც,
მოსწონდა შაოლინის სტილი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შაოლინის მონასტრის ბერი მსურველებს
ამზადებდა,მასთან მივიდა და მალე ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ.
მოგვიანებით თავად ისწავლა ჩინური ენაც , რაც მომავალში ძალიან დაეხმარა ემუშავა ჩინეთშიც.
პირველი ამერიკული სერიალი, რომელშიც ეპიზოდური როლი ითამაშა , 2011 წელს გადაღებული
შოუ გახლდათ, სახელწოდებით"დაუვიწყარი", მოგვიანებით იყო სერიალი "საიდუმლო კავშირები"
2014 წელს საცხოვრებლად ჰონგ-კონგში გადავიდა და არაერთ ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა.
ასევე ეპიზოდური როლი ითამაშა ჟან კლოდ ვან დამის მონაწილეობით გადაღებულ თრილერში"სხეულის ნაგლეჯი"
ამბობს, რომ ვან დამი უნიკალური ადამიანია, გადასაღებ მოედანზე მათი პირველი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო.
თბილისში ვან დამის პოსტერები ჰქონდა გაკრული, ახლა კი მას პირისპირ უყურებდა.
2016 წლიდან მსახიობი ჯეკი ჩანის კასკადიორთა გუნდის მერვე თაობის ოფიციალური წევრია.
ქართველი მსახიობი კასკადიორის როლმში ლეგენდის ექვს ფილმში გამოჩნდა.
პირველი იყო ისტორიული დრამა"დრაკონის თვალი . ფილმში "კვალდაკვალ" ქართველ მსახიობს
ჯეკი ჩანთან პირისპირ ჩხუბიც მოუწია. "კეჯი ჩანი ყველაზე თავმდაბალი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე
შევხვედრილვარ, ერთხელ დამიძახა და მოდი, გადასაღები მოედანი მივალაგოთო "-იხსენებს თემურ
მამისაშვილი.
წლის ბოლოს ეკრანებზე ჯეკი ჩანის კიდევ ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "გამოხსნის გეგმა " გამოდის , თემური
ახალ ფილმში პირადი მცველის როლს თამაშობს.
წყარო: ტვ პირველი