ქართულ პროდუქტებში არასაკვები საღებავი „სუდანი“ აღმოჩნდა-იგი ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებაში გამოიყენება

Image

სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) სასურსათო პროდუქტის სუდანის

ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 36 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გააგზავნეს

გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად.

შემოწმების შედეგად კი, 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

 

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა,

ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. 

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი

ათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური   

მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების

გადაგვარებას. 

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში

აღმოჩნდა (იხილეთ ბმული). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების

სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკი

მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის

ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის

დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის

შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ,

საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას

თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის

საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ

დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში .

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი

საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა

ეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების

მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს.

 

 

“სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით

ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება.

ის წითელი შეფერილობისაა და მახასიათებლებში მითითებულია, რომ საკვებში გამოყენება დაუშვებელია. მიზეზად კი

სახელდება ის, რომ ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას. აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველებზე ჩატარებული

კვლევების საფუძველზე "სუდან 1" კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !