
საფრანგეთის პარლამენტის წევრი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საფრანგეთის
ეროვნული ასამბლეის სპიკერზე, რიჩარდ ფერნანდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფრანგი პარლამენტარის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ინფექცია 85-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.