
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის
პოლიციამ დააკავა. როგორც პოლიცია აღნიშნავს, ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება ყალბი
პასპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
39 წლის ფეხბურთელი პარაგვაიში არაპრივილეგირებული ბავშვების მხარდასაჭერი კამპანიის
ფარგლებში ჩავიდა.