
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა,
რომელიც მეოთხეა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შედარებით „უფრო მძიმეა“.
„განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო
მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა.
დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი
დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ
პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, -
განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კვირას
ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.