-
2020-03-04 13:47
ამის შესახებ ი.ბ. სტალინის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, მუზეუმი მუშაობას კორონავირუსის საფრთხის გამო, წყვეტს, რადგან
სტალინის მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები
იყრის თავს. მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, სწორედ, ჩინეთში დაფიქსირდა.
თუ როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები, განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
,,გაცნობებთ რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების
პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი
რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული
კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.