
ისრაელში, ქალაქ გალილეაში, ინსტიტუტ მიგალის თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს.
ამის შესახებ გამოცემა Abomus-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, ვაქცინა ტესტირებისთვის უკვე მზად არის.
ვაქცინის შემოწმება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავიდან მას სინჯარაში გამოსცდიან, მეორე ეტაპზე
ტესტებს ცხოველებზე ჩაატარებენ.
წარმატების შემთხვევაში, კლინიკური ცდები ადამიანებზე დაიწყება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წარმატების
შემთხვევაში, ვაქცინის წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება.