
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ ნაღდი
ფულით ანგარიშსწორებას. ამის შესახებ მან მან ბრიფინგზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი პრაქტიკა გამოიყენა ჩინეთმა, სადაც პრაქტიკულად ამოიღეს ნაღდი ფული
ხმარებიდან. „დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად
გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ
ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების
დროს დავიმუშაოთ ხელები”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა
რჩება.