
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც
არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის
ლიდერები.
პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა.