
ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ
ინფორმაციას Foxnews პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით
ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ირანელი კანონმდებლები კორონავირუსის გამო კოლეგებს მოუწოდებენ,
რომ საზოგადოებასთან კონტაქტი შეწყვიტონ.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 2336 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით
გარდაცლილთა რიცხვი კი 77-ია.