
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დაცვის არარსებობის
პირობებში ბევრად იოლი ისეთი რამის გაკეთება, რამაც შესაძლოა მას პრობლემა შეუქმნას.
ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ისაუბრა.
"ადამიანი, რომელსაც შენ ვერაფერს შეუთითხნი, ვერანაირ 20 წლის წინანდელ საბუთს ვერ ამოუგდებ, ასეთ
ვითარებაში, როდესაც შენი მიზანია პოლიტიკოსი გააჩერო, დაცვის მოხსნა გიქმნის თუ არა მეტ შესაძლებლობას,
რომ რაიმე პროვოკაცია იქნეს განხორციელებული პოლიტიკოსის მიმართ?... დაცვის არარსებობის პირობებში
ბევრად იოლია, რაიმე ისეთის გაკეთება, რამაც შეიძლება მე პრობლემა შემიქმნას", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს, 3 მარტს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვიტერზე დაწერა,
რომ მას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს