-
2020-02-16 10:59
თბილისსა და ბათუმში ხვალ, აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ბათუმში აქცია 16 თებერვალს,
11:30 საათზე აჭარის ტელევიზიის შენობის წინ გაიმართება, თბილისში კი 17 თებერვალს, 16 საათზე პარლამენტის წინ.
"ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც
არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ
ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია,
რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას,
ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე", — მითითებულია საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული აქციის აღწერაში.