
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა
მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი
და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას,
“ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი,
რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის"-აღნიშნა ილია მეორემ