-
2020-02-11 17:06
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლიკევიჩუსი TWITTER-ის საკუთარ
ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას
დაკავების ფაქტს.
„შეშფოთებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას
დაკავებასთან დაკავშირებით. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის პოლიტიკური დევნისთვის.
საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი დემოკრატიისთვის საქართველოში“. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის
10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და
3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.