
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაკავებული თენგიზ მაჭავარიანი გიგი უგულავას
დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არ გინდა ეს შვილთან დამშვიდობება კამერების წინ, ცრემლები და სენტიმენტები. მე სხვათა შორის შვილის დაბადების
დღეს დამიჭირეს და პროკურატურის გზაზე კუდის თანამშრომელს რომ ვუთხარი, რაღა დღეს მაპატიმრებთ, ჩემს შვილს
18 წელი შეუსრულდა-მეთქი, იცი რა მიპასუხა? ვიცით, თქვენი ტელეფონი ერთი თვეა ისმინებაო. დაჟე ისიც ვიცით წვეულებას
სად მართავთო, მაგრამ რა ვქნათ გასამწარებლად ეგეთი დავალება მოგვცესო. აი ასეთი დედმამამო… ხართ მთელი სასტავი.
ხოდა ეგდე ეხლა კამერაში და იოცნებე ქართულად შე ნაბ… შენა,” – წერს თენგო მაჭავარიანი.