-
2020-01-29 22:27
ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის ადგილობრივი
მედია ავრცელებს.
დაინფიცირებული 32 წლის ჩინელი ქალია, რომელიც ფინეთში ქალაქ უხანიდან ხუთი დღის წინ ჩავიდა.
ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი
კი დაინფიცირებულია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02