-
2020-01-29 21:25
ორგანიზაცია საფარის განცხადებით, მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულ კაცს ორი წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
საფარი განმარტავს, რომ ეკა ჩხეიძის მიმართ არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ ადევნებაც იყო,
რომელიც მის მიმართ წლები მიმდინარეობდა.
ორგანიზაციის განმარტებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად
დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის
დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს ავლენდა.