-
2020-01-29 11:42
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.
“ინფო რუსთავის” ცნობით, ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ
ოთხში ეძინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო. მუხლი გაზის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან
ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-იდან 10 წლამდე.