
ახალი მილიონერი ნაპოვნია.
1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს.
მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა
წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში
ცხოვრობენ.
ახლა მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
საქართველოს ეროვნული ლატარია მოგებულ თანხას უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.