
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიისთვის
თბილისის შესახებ საიმიჯო ვიდეოს მოამზადება იგეგმება.
როგორც ცნობილი გახდა, კლიპის დამზადებაში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ვიდეორგოლის ხანგრძლივობა
კი 2,5 წთ-დან 4 წუთამდე იქნება. მასში აისახება დედაქალაქის ქუჩები თავისი ისტორიული ნაწილითა და
თანამედროვე ნაგებობებით.
ვიდეორგოლის ჩვენება 2020 წლის 17 მარტს სტრასბურგში იგეგმება.