
თბილისში “სპარის” თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი 24 წლის მამაკაცია, რომელსაც ჭრილობა მარჯვენა ფერდქვეშ აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიება უკვე დაიწყო. შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას
გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიღუპა “სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც
თამდამსხმელმა ტრავმა თავის არეში მიაყენა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.