
კორონოვირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა რიცხვმა ამ დროისთვის 2800-სს მიაღწია.
გარდაცვლილია 81 ადამიანი.
დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა.
მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით
ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველაა.
კორონავირუსი - რომელიც შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად გადაიქცეს, ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს.
ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების პროცედურა დაიწყო საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და
შეერთებულმა შტატებმა.
ახლა კი რჩევები მათთვის, ვინც უახლოეს პერიოდში გამგზავრებას აპირებთ:
მოერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს, მოერიდეთ ცხოველებს (ცოცხალსა და მკვდარს), ცხოველების ბაზრებსა
და მათგან მომდინარე პროდუქტებს (მაგალითად, უვარგის ხორცს).
ერთ – ერთი საუკეთესო გზა- თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება, ხელების ხშირი ბანვაა.
ხელების დაბანა საუკეთესო საშუალებაა ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, რადგან საპონი და
წყალი ბაქტერიების დიდ ნაწილს ანადგურებს, შესაბამისად, ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით
მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
გაისუფთავეთ პირი და ცხვირი ქსოვილის (არა თქვენი ხელების) საშუალებით.
მოგზაურობის დროს ასევე გამოიყენეთ სქელი ნიღბები, როგორიცაა N-95, რადგან ისინი ნაწილაკების
95% -ს არ იკარებს.
ვარაუდობენ, რომ ნიღბებმა შეიძლება გარკვეულწილად შეამცირონ რისკი, მაგრამ, რა თქმა უნდა,
სრულად არ შეუშლის ხელს ვირუსის გავრცელებას.
თვითმფრინავში ატარეთ საკუთარი ბალიში. ნუ შეეხებით ტრანსპორტში არსებულ ფოძებს, მათზე უამრავი
ბაქტერია ბინადრობს.
და ბოლოს, ყველაზე კარგი გამოსავალი სახლში დარჩენაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ
გეგმების გადადებას ვერ მოახერხებთ, ზემოთხსენებული რჩევები აუცილებლად
გაითვალისწინეთ.