-
2020-01-27 13:43
მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი
ბოდბის დედათა მონასტრიდან გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.
მეუფე იაკობის თქმით, ის მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია და თუ საკითხის განხილვა უნდა, შეუძლია
საპატრიარქოში მივიდეს და ამ გადაწყვეტილების მიზეზი იკითხოს.
„პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მე ადრე მაგაზე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც
გაიხსენოს. ტყუილებს ლაპარაკობს ისევე, როგორც მეუფე პეტრე. მღვდელმონაზონი ანდრია მცხეთა-
თბილისში იყო მოვლენილი, იქ არ რჩებოდა და მაგის გამო შეუძლია შეუჩერონ, ზღაპრებს ნუ ყვება“, - თქვა
მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს.