-
2020-01-27 10:40
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები მზად არიან
კორონავირუსის შემთხვევის სამართავად.
ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის
სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის
ნომრებზე: 1505 და 116 001. 1505-ზე მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 24 საათის განმავლობაში, ხოლო
116 001 მუშაობს სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე
გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.