
გასული ორი კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ
გრიპით გარდაცვლილია ორი ზრდასრული ადამიანი, რომელთაც სხვა გართულებები და თანმხლები
დაავადებები ჰქონდათ.
“წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელიც დიდი ხანი არსებობს და ამიტომ, ჩვენი მის მიმართ
იმუნიტეტი მეტი გვაქვს, ვიდრე A ტიპის, მით უფრო, H1 ვირუსის მიამრთ, რომელიც მხოლოდ 2009 წლიდან
ვხვდებით დედამიწაზე, ნაკლებ ადამიანს გადაუტანია. რომ შევადაროთ, შარშან იგივე პერიოდში ავადობა 220
ადამიანი იყო 100 000 მოსახლეზე, ხოლო ავადობის პიკი 280 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. არავითარ
ეპიდემიაზე საუბარი არ არის”, – ამბობს იმნაძე.
იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევ აღნიშნა, რომ დაავადებულთა უმეტესობა ბავშვია და
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მცირე ასაკის ბავშვებზე მოდის. ამის გამო ბავშვთა კლინიკები უფრო მეტადაა
გადატვირთული.