
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი
საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მოხდა.
„ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიას სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.