
"შმაქსის" მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციას შეუერთდა "გირჩიც". აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ჯარიმების გაუქმებაა. ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩის" საინფორმაციო ვებგვერდი ავრცელებს.
"ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვ, პირველ რიგში, მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ახალი დადგენილების გამო, წინასაახალწლოდ მთავარი შემოსავლის წყარო დაკარგეს. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად, შსს-ს შენობასთან, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც მივიდა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა 3 ოქტომბერს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს.