
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
103-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი ერთ საათში გამოვიდა.
"“არც ისე რთული იყო გამოცდა, სწრაფად დავწერე, პასუხების ფურცელი არ გამომიყენებია. ძალიან მეჩქარებოდა,
ამიტომ გამოვედი ასე სწრაფად, 10 თვის ბავშვი მყავს მეგობართან დატოვებული, არ ჩერდება დედ-მამის გარეშე.
დედაც აქაა, აბარებს. მერე სამსახურში უნდა წავიდე. შემხვდა გალაკტიონის მთაწმინდის მთვარე, “გეპეიში”
ვაბარებ ტელეკომუნიკაციებზე. სტუდენტი ვარ ისედაც, თუმცა ისევ მინდა ჩავაბარო”-აღნიშნა აბიტურიენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიანი ეროვნული
გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი
გამოიყო.
წყარო: edu.aris.ge