-
2015-08-26 02:02
უკრაინული პორტალი stopfake.org, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გავრცელებულ ცრუ, შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას ებრძვის, მორიგ სიცრუეს შიფრავს.
რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა მარია გაიდარმა ოდესის გუბერნატორი მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და დახმარებისთვის პეტრო პოროშენკოს მიმართა.
ინფორმაცია თავდაპირველად "ბიბისიზე" დაყრდნობით გამოცემა "ოპტიმისტმა" გაავრცელა (ბმული, რომელიც გამოცემამ მიუთითა, რადიო "ბიბისის" ვებგვერდზე გადადიოდა). ინფორმაცია მაშინვე აიტაცეს როგორც რუსულმა, ასევე უკრაინულმა მარგინალურმა საიტებმა, ისეთებმა, როგორებიცაა Откат, Информационный центр, ProUa.com.ua და სხვებმა. მათ ტოლი არც ქართულმა მარგინალურმა ინტერნეტგამოცემებმა დაუდეს:







BBC-ის ვებგვერდზე, ასევე სხვა უცხოური ან უკრაინული საიტის ვებგვერდებზე მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს - ის არ გავრცელებულა. ეს ცნობა "ტვიტერზე" უარყო BBS-ის ქართველმა ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ, რომელმაც დაწერა, რომ თავად დაუკავშირდა "მსხვერპლს", რომელიც ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა:
