23 აგვისტო სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღეა

Image

23 აგვისტოს, ევროპა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ევროპის პარლამენტმა, ისევე როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ის 2009 წელს დააწესა, როგორც - ”ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა საერთოევროპული დღე”.

 

დეკლარაციას საქართველო 2010 წელს შეუერთდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რითაც ხელისუფლებას დაავალა ეს დღე აღენიშნა:

 

"...ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ასევე პოლიტიკური შეფასება, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ზემოხსენებული დანაშაულებების ყოველგვარი გამართლება;

 

ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულ მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;

 

ვინაიდან 23 აგვისტო ევროპის პარლამენტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წელს გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ...".

 

ეს არის ამონარიდი საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებიდან, რომლითაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

 

1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის კი ომი მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.

 

მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვებამ ნახევარი ევროპა ტოტალიტარიზმისგან იხსნა. მეორე ნახევრისთვის, რომელიც კომუნისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ დასრულდა. „გვამების წარმოებაში სტალინი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ჰიტლერი, - წერდა პოლონელი ფილოსოფოსი, ლეშეკ კოლაკოვსკი, - ნაცისტურმა სახელმწიფომ მხოლოდ 12 წელი იარსება...”. კომუნისტური ტერორი კი მეტხანს გაგრძელდა და მეტი ხალხი გაანადგურა. ფაშისტური რეჟიმის მსგავსად, რომელსაც განაჩენი ნიურნბერგის ტრიბუნალმა გამოუტანა, კომუნიზმი ჯერჯერობით არ გაუსამართლებიათ.

 

"ტაბულა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !