-
2015-08-12 21:09
პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორები" შეშფოთებას გამოთქვამენ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ქონების დაყადაღების ფაქტის გამო. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჟამუტაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალ სიტყვაზე მსგავსი ზეწოლა, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში, მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი რეალობაა.
"რეფორმატორების" აზრით, ეს არ არის დავა კერძო სუბიექტებს შორის და საწყის ეტაპზევე უკვე გამოკვეთილად ჩანს სახელმწიფოს ინტერესი - დაიბლოკოს მედიასაშუალება, რომელიც ხშირად სამართლიანად აკრიტიკებს კორუმპირებულ სახელმწიფო სტრუქტურებს.
გიორგი ჟამუტაშვილი მოითხოვს სასამართლო ხელისუფლებისგან, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით განიხილონ ეს საქმე და სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსთავი2-ის კოლექტივს.