
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარება დაუშვებელია. ამის თაობაზე მან „მოამბესთან“ ისაუბრა.
„უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი არუკრძალავს მედიასაშუალებას იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია - რასუყურებს და რას - არა. ამ ნიშნიდან გამომდინარე, რომ ესა თუ ის ტელევიზია არის პოლიტიზირებული, დაუშვებელია და ამას გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს ჩვენს შემთხვევაში და მედიასაშუალების წინააღმდეგ რაიმე რეპრესიული ღონისძიებები იქნეს გამოყენებული. ჩვენ ეს ვნახეთ ტელეიმედთან დაკავშირებით და ვიცით რასთანაა დაკავშირებული", - თქვა უსუფაშვილმა.