
"არჩევანში" გამოსვლისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ წარმოებული საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
"მე მინდა ვუთხრა ამ სქემების ავტორს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს სქემები რუსეთში ყოფნისას ისწავლა და ამის გამო "უდავი" ანუ "მახრჩობელა" შეარქვეს: დაბოღმილი ხალხი გამოვა ქუჩაში სწორედ ამ საბაბით, გაგიხსენებენ გაუფასურებულ ლარს, სოციალურად დაუცველებს და ეს ხელისუფლება წაილეკება და, შესაძლოა, საქართველოც წაილეკოს, რადგან ასეთი გამოსვლები, თუ ისტორის გადავხედავთ, ყოველთვის სავალალოდ მთავრდება".
შალვა ნათელაშვილმა ბოლოს "რუსთავი-2"-ს თანადგომა უფრო კონკრეტულადაც გამოუცხადა: "რადგან დაყადაღებულია თქვენი მანქანები, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორი მანქანა, ორი აქტივისტით, თქვენს განკარგულებაშია და მათ საკონტაქტო ნომრებს გადავცემ თქვენს პროდიუსერებს, რათა დაუბრკოლებლად ემსახუროთ თავისუფალი სიტყვის განმტკიცების საქმეს", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.