თამარ ჩხეიძე: ივანიშვილის განზრახვები „რუსთავი-2“-ის მიმართ თავიდანვე გამოხატული იყო

Image

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი-2“-ს. თამარ ჩხეიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ დევნა დღეს არ დაწყებულა. 

 

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პროტესტს აცხადებს საქართველოს არაოფიციალურ მმართველისა და მისი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის "რუსთავი ორის" დევნის გამო. ეს დევნა დღეს არ დაწყებულა.

 

ივანიშვილის ხელისუფლების განზრახვები რუსთავი ორის მიმართ თავიდანვე გამოხატული იყო.მათთვის რასაკვირველია, თავიდანვე ყოვლად მიუღებელი იყო ასეთი მაღალი პროფესიული დონის და ყველაზე ყურებადი დამოუკიდებელი ტელეარხის არსებობა. მით უფრო, რომ , მილიარდერის ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო რაიმე ღირებულის და კონკურენტუნარიანის შექმნა ტელესივრცეში. 

 

ჩვენი პოზიცია ნამდვილად არ ეფუძნება არავითარ სუბიექტურს. (პირიქით, წლების მანძილზე რუსთავი ორის პოლიტიკური ფონი ხშირად არ ემთხვეოდა ჩვენსას, არც მისი ეთერია ჩვენთვის როდისმე განსაკუთრებით მისაწვდომი); მაგრამ ფაქტია ამ ტელევიზიის მაღალი დონე და უდიდესი ეფექტურობა, მისი ფუნქციონირების აუცილებლობა საზოგადოებისთვის.

 

თავისთავად, მედია საშუალებაზე ხელისუფლების ასეთი შეტევა უაღრესად საგანგაშო და დამღუპველი მოვლენაა, რომელიც ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოუვიდეს. ქართულმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას!

 

მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის განადგურების მცდელობას!..“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !