
რუსუდან გოცირიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება და „ფეისბუქზე“ წერს:
„ზოგი რუსთავი2-ის ამბავს სეირად უყურებს- "მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ"-მოტივით.... ზოგი ამტკიცებს, რომ "მიკერძოვებულ და პოლიტიზირებულ ტელევიზიას ასეც მოუხდებაო"... ზოგი ფიქრობს, რომ ამ ტელევიზიის წილებზე დავა არც პირველია და არც ბოლო იქნება...
ზოგიც ელოდება იმ დროს, როცა რუსთავი2 აღარ იარსებებს და ამით მშვიდი ძილის საშუალება მიეცემა მათ, ვისაც ძილს უფრთხობს ეს არხი...
ალბათ, არსებობს ლეგენდა ბაზალეთის ტბის ძირას გაყურსული არხის, რომელსაც არავინ ებრძვის და არავინ ლანძღავს, რომელიც ნეგატივს არასოდეს აშუქებს და პოლიტიკური ინტერესებისაგან შორსაა და რომელიც მკვდარივით ობიექტურია...
ეგეთი დიმიტრი გელოვანივით არხების მეტი რა არის, უბრალოდ მათ არავინ უყურებს ...“.