რა არის კაიმაღი - პრემიერი ხუმრობს, როგორც შეუძლია (ვიდეო)

Image

საქართველოს პრემიერმინისტრმა შუამთობის დღესასწაულზე ჟურნალისტებს ნახევრად ხუმრობით უთხრა, რომ სამი წლის მიხეილ სააკაშვილმა სამი კგ კაიმაღი ჭამა, ვერტმფერნით გაფრინდა ღორჯომში და შუახევში მოუწიათ ვერტმფრენის დასმა, რადგან პრეზიდენტს კაიმაღმა აწყინა.

 

"...ამ დღეებში, შუამთობას, დაახლოებით  200 კილო ტრადიციულ კერძს, კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, აჭარლებმა მომიყვნენ, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის.

 

შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა". ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კაიმაღი მთიან აჭარაში გავრცელებული კერძია, რომელსაც დიასახლისები ყოველდღიურად ამზადებენ. ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში, მაგალითად ბეშუმში, საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები რძეს სეფერატორში - რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ.

 

სწორედ ამ ნაღებს ეძახიან კაიმაღს. ეს არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია და ასევე არაჟანივით მომჟავო გემო აქვს. მხოლოდ ახალმომზადებული კაიმაღის ჭამა შეიძლება, შედარებით მსუბუქად, 2-3 დღის შემდეგ კი მაგრდება და ნამდვილ კარაქს ემსგავსება.

 

ზამთრის მარაგისთვის ამ კარაქს ამარილებენ და ისე ინახავენ.  მისგან ბევრი კერძი მზადდება. ადნობენ დიდი რაოდენობით კარაქს, ყრიან შიგნით დაწნულ ყველს ან კარტოფილს. ცოტა ხნით შუშავენ ცეცხლზე და მიირთმევენ. კაიმაღს ურევენ პურის ან სიმინდის ცომში და აცხობენ, ან მოთუშულს მიირთმევენ ("მშობლები.ჯი")"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !