
როგორც ცნობილი გახდა, ისარელის საელჩოს ეჭვი, რომელიც საელჩოსთან უცხო მანქანის დგომამ გამოიწვია, არ დადასტურდა - მანქანაში და მის ქვეშ ნაღმი არ აღმოჩნდა.
მესანგრეები, რომლებიც თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამოძახებით გავიდნენ, ნაღმებს სპეციალური მოწყობილობებით ეძებდნენ. გადაიკეტა მოძრაობა თამარის ხიდიდან აღმაშენებლის მიმართულებით, მოქალაქეები პოტენციური საფრთხის ადგილს გაარიდეს. ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.