ზაალ უდუმაშვილი: "რუსთავი-2"-ის კონცერტები მაინც გაიმართება"

Image

"მინდა, დავარწმუნო ყველა ქალაქი, რომ რუსთავი2-ის კონცერტები მაინც შედგება, ნებისმიერი ბიუროკრატიული თუ სახელისუფლებო დაბრკოლებების მიუხედავად", - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა "სხვა შუადღეში" განაცხადა.

 

კომპანიამ ერთი კონცერტი გორის რაიონში უკვე გამართა. ქუთაისისა და ფოთის შემთხვევაში კი რუსთავი2-ს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს. ქუთაისის მერიამ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე უარის მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. 

 

ფოთის მერიაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის დაიგეგმა ღონისძიება, რომლის გამოც მუნიციპალიტეტმა რუსთავის2-ს კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა, ამჯერად კი მორიგი უარი კომპანიამ ბათუმის მერიისგან მიიღო.

 

მიზეზად ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და ფესტივალებს ასახელებენ. თუმცა, კურიერმა მოიპოვა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტის ადგილზე არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

 

"იმის მაგივრად, რომ თითოეული ქალაქის თვითმმართველობა რიგში იდგეს, რომ ჩამოდით და ჩვენთან გამართეთ კონცერტი, თბილისიდან იღებენ დირექტივებს, რომ რუსთავი2-ს კონცერტები არ ჩაატარებინონ", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !