
"ეკა ხერხეულიძეს კითხეთ, ეკამ იცის რა იგულისხმა EBRD-ში და მას რა ფანტაზიაც აქვს, მეც ის ვიგულისხმე. რუსული იცით? ხომ კარგად იცით?" - უთხრა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს, რომლებიც ეკა ხერხეულიძის მიმართ მისი ბრალდებით და იბიარდთან დაკავშირებული გამონათქვამით დაინტერესდნენ.
„კვირის პალიტრასთან“ საუბარში სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ მას განცხადების გაკეთება უნდოდა მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი კი სიტუაციამ მოიტანა. მისივე თქმით, არაფერი წამოცდება ხოლმე: „ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე ვაწვები“.
„ოპოზიციაში იქნება თუ პოზიციაში, ნებისმიერ ქალს პატივს ვცემ, რადგან მათში დედაჩემსა და ჩემ დებს წარმოვიდგენ ხოლმე. ქალს უნდა მოუფრთხილდე. სწორედ ამიტომ მეწყინა ეკა ხერხეულიძის განცხადება, "იბიარდზეა" სოსო ჯაჭვლიანიო, რის შემდეგაც მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა“, - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ სოსო ჯაჭვლიანი.
ნუგზარ ნუგო მეტრეველის ფოტოკოლაჟი