
დაახლოებით ერთი საათის წინ აეროპორტის ტრასაზე, კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს "ბმვ" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
ავარია უმსხვერპლოდ დასრულდა, ერთ-ერთ მანქანაში ჩვილი იჯდა, რომელიც უვნებლად გადარჩა, ხოლო რამდენიმე დაზიანებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის თვითმხილველი "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი გიორგი ჩოხელი გახდა, რომელმაც ფოტორეპორტაჟი მოამზადა.