-
2015-07-17 23:55
"რეაქციაში", სოფელ ხურვალეთში ინგა გრიგოლიას ჩასვლის დროს ერთერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტს ხელისუფლებისთვის გზავნილი გადასცა.
"ზაქარეიშვილი აქ ერთხელაც არ მოსულა, ტელევიზორში კი ვეხადავ, გასულ ხელისუფლებას რომ აგინებს... კვერცხებს კარგად ესვრიან იმათ და ჩამოვიდნენ და ერთი კვერცხი ამათაც ესროლონ... რა უნდა დაგაბაროთ, აბა, ავტომატებით ვერ შეებრძოლებიან, კვერცხებს კარგად ისვრიან და აქ ესროლონ ამათ (ოკუპანტებს)... თუ არა აქვთ, ჩვენ მივცემთ!.."
სხვა გლეხმა დეპუტატებს და პოლიტიკოსებს, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე აგარაკები აქვთ, ურჩია, აგარაკი ხურვალეთში ჩადგან: "ადგილიც მშვენიერია და ჰაერიც კარგია, ჩადგან და იცხოვრონ ჩვენთან ერთად", - თქვა მან.