დიდ დიღომში გველმა მოხუცი ქალბატონი დაგესლა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, ქვეწარმავალმა 80 წლამდე ასაკის ქალბატონს უკბინა.
დაკბენილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ანტიგიურზინი გაუკეთეს. ამ დროისთვის ქალბატონი თავს კარგად გრძნობს.