
ხურვალეთში, იმ ადგილას, სადაც რუსმა ოკუპანტებმა 4 დღის წინ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამაგრეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველოს დროშა აღმართეს.
დღეს ხურვალეთი-წითელუბნის მონაკვეთზე დამონტაჟებული .ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მედიის წარმომადგენლებმა მოხსნეს, რითიც მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.