-
2015-07-14 23:31
აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მაშველებმა მეხუთე ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
მოსახლეობის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მე-6 მიკრორაიონში სტუმრად იმყოფებოდა და ადგილობრივი არ არის.
ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი საღამოს, 22 საათისათვის იპოვნეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები კი ამ დრომდე საავადმყოფოებში აგრძელებენ მკურნალობას, მათგან ორის მგომარეობა მძიმეა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30